ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტი მერამდენე დღეა უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმით მუშაობს, რაც ადასტურებს, რომ ძალადობრივია კანონი, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება" გეგმავს, სუს-ით, ძალოვნებით გარშემორტყმულ შენობაში

ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ ეს კანონი ემსახურება თავისუფალი ადამიანების განდევნას ამ ქვეყნიდან და ვინც დარჩება, მათთვის ხელების გადაგრეხას, სასუნთქი ჰაერის ამოკეტვას, არის ძალოვნების კორდონი, რომელიც არის პარლამენტს გარეთ, ყველა სართულზე, კომიტეტის წინ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალოვნების სიმრავლე ამ კანონს ამხელს.

"მინდა დავიწყო მადლობით იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც პარლამენტთან არიან მოსულები და დგანან, რათა კონსტიტუციური, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ ამ კანონის მიმართ. ის, რომ პარლამენტი მერამდენე დღეა უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმით მუშაობს, ადასტურებს იმას, რომ ძალადობრივია ის კანონი, რომლის მიღებასაც "ქართული ოცნება" გეგმავს, სუს- ით, ძალოვნებით გარშემორტყმულ პარლამენტის შენობაში. ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ ეს კანონი ემსახურება თავისუფალი ადამიანების განდევნას ამ ქვეყნიდან და ვინც დარჩება, მათთვის ხელების გადაგრეხას, სასუნთქი ჰაერის ამოკეტვას, არის ძალოვნების კორდონი, რომელიც არის პარლამენტს გარეთ, ყველა სართულზე, კომიტეტის წინ. ეს არ არის ნორმალური საკანონმდებლო პროცესი და ძალოვნების სიმრავლე პარლამენტში ამ კანონს ამხელს,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის