უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის 95 -ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, მათ შორის ბახმუტის მიმართულებით

­

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 5 მიმართულებით მტრის 95 -ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებით შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე.

„გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა მეომრებმა ამ მიმართულებებით მტრის 95-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს,“- აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 27 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. პასუხად, კი, უკრაინულმა ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების თავშეყრის ადგილებზე 12 შეტევა განახორციელა. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი რუსების 3 სამეთაურო პუნქტსა და კონცენტრაციის 4 ტერიტორიას დაარტყეს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის