გიგა ბოკერია - ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის

ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა, როგორც „ცხოველების ფერმას" ისე ექცევა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს - ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან, ე.წ. აგენტებთან დაკავშირებით კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციაზე, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლებისთვის თავისუფალ სამყაროს გვაპირისპირებს და რუსეთის პირისპირ დაუცველს გვტოვებს.

"ეს კაცი, ვისი პლაკატებიც აქ არის, და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა, როგორც "ცხოველების ფერმას" ისე ექცევა ჩვენს ქვეყანას, ვაჭრობს ჩვენი ქვეყნის მომავლით და ღალატობს მას. ეს კანონი თავისთავად სამარცხვინოა თავისი შინაარსით. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს პროპაგანდა. მათი სამიზნე არის დასავლეთი, ამერიკა, ევროპა და ყველა, ვინც მასთან დაკავშირებულია. ეს კაცი საკუთარი ძალაუფლებისთვის გვაპირისპირებს თავისუფალ სამყაროს, რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ამ კაცის ნაბიჯები ჩვენ გვტოვებს დაუცველს ჩვენი მტრის - რუსეთის წინაშე," - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი