ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს - ბატონო გიორგი, სახე გააკონტროლეთ და კეთილი ინებეთ, როგორც პარლამენტს შეეფერება, ისე მოიქეცით

ბატონო გიორგი, სახე გააკონტროლეთ და კეთილი ინებეთ, როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს, ისე მოიქეცით, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ოხანაშვილმა ვაშაძეს რეგლამენტის დარღვევისთვის გაფრთხილება მისცა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დეპუტატები დატოვებენ სხდომათა დარბაზს.

"შენობით მიმართეთ, ბატონო გიორგი, ვისთვისაც მიგიმართავთ. პროცედურას როგორც შეეფერება, ურთიერთობას და ეტიკეტს, ისე მოიქეცით! შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი სახლში. აქ, ასე, შენ როგორც გინდა ვერ მოიქცევი! მანდატურს ვთხოვ უზრუნველყონ წესრიგი. ანა წითლიძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი არღვევენ რეგლამენტს!“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ ინფორმირებული საზოგადოება არ სჭირდებათ.

„თქვენ არ გინდათ მოქალაქის ინფორმირებულობა, ინფორმირებული მოქალაქე არ გჭირდებათ ხომ?“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან