სწორი ნაწლავის კიბო მსოფლიოში გავრცელებულ კიბოს ტიპებს შორის მე-4 ადგილს იკავებს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევების რაოდენობა 10 %-ით გაიზარდა. მიიჩნევა, რომ აღნიშნული ზრდა სკრინინგ პროგრამების მეშვეობით კიბოს ადრეულმა დიაგნოსტირებამ, ასევე რაფინირებული საკვების მოხმარების ზრდამ, მომატებულმა სტრესმა და ნაწლავთა ინფექციურმა დაავადებების მატებამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ სწორი ნაწლავის კიბოს პრევენცია, ისევე როგორც მკურნალობა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია. Acıbadem Altunizade-ის საავადმყოფოს გასტროენტეროლოგი პროფესორი დოქტ. გიურჰან შიშმანი მიიჩნევს, რომ 45 წლის ასაკში კოლონოსკოპიის ჩატარება ყველასათვის მნიშვნელოვანია, მაშინაც კი თუ ადრეული დიაგნოზისათვის რაიმე ჩვენება არ იკვეთება. მისი თქმით: „დამკვიდრებული შეხედულებისგან განსხვავებით, კოლონოსკოპიისათვის მომზადების პროცესი რეალურად უკვე არც ისე რთულია და უახლესი მოსამზადებელი ხსნარების დახმარებით მომზადება პროცედურამდე ერთი დღით ადრეა შესაძლებელი.“
დაავადება შესაძლოა უსიმპტომოდ განვითარდეს.
სწორი ნაწლავის კიბოს უმთავრესი მახასიათებელი მისი უსიმპტომოდ მიმდინარეობაა. კიბოს განვითარების წინა ფაზის - პოლიპების არსებობის შემთხვევაში და კიბოს საწყის სტადიაზე, როგორც წესი დაავადებას არავითარი სიმპტომი არ ახასიათებს და ჩივილების გარეშე ვითარდება. სწორედ ამიტომ პაციენტების უმრავლესობაში აღნიშნული დაავადების დიაგნოსტირება ბოლო სტადიებზე ხდება, როდესაც დაავადებას შესაძლოა ახასიათებდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისხლდენა უკანა ტანიდან, შეკრულობა, ტკივილი მუცლის ღრუში, მუცლის ღრუს შეშუპება, სისუსტე, წონის კლება და მსხვილ ნაწლავში ადგილმდებარეობის გათვალისწინებით - რკინის დეფიციტი.
ფრთხილად! პოლიპი შესაძლოა კიბოდ გარდაიქმნას
სწორი ნაწლავის კიბოს პრევენცია შესაძლებელია. კვებისა და ყოველდღიური ჩვევების გაუმჯობესებით რისკები მცირდება, თუმცა ვინაიდან აღნიშნული ტიპის კიბოს მრავალი გამომწვევი ფაქტორი აქვს, მისი სრულად ელიმინაცია შესაძლებელი არ არის. თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი, ჭარბი წონა, ადენომატოზის მსგავსი გენეტიკური დაავადებები, პოლიპები, უმოძრაო ცხოვრების წესი, ნაწლავთა ინფექციური დაავადებები, დიაბეტი და რაფინირებული საკვების მოხმარება სწორი ნაწლავის კიბოს რისკების ზრდას ხელს უწყობს. ყველაზე დიდ რისკ ფაქტორს კი დაავადებების ოჯახური ისტორია და პოლიპები წარმოადგენს, რამდენადაც დაავადებების ოჯახური ისტორიის არსებობისას სწორი ნაწლავის კიბოს რისკი 3-ჯერ იზრდება. კიბოს რისკი დამოკიდებულია ასევე პოლიპების ტიპებზე. ბუსუსიანი პოლიპების დროს (villous polyps) კი დაავადების რისკი განსაკუთრებით მაღალია.
კოლონოსკოპიის დახმარებით დაავადების დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპებზეა შესაძლებელი.
გასტროენტეროლოგის, პროფესორ დოქტ. გიურჰან შიშმანის თქმით, კოლონოსკოპიის გამოყენებით შესაძლებელია სწორი ნაწლავის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა. კოლონოსკოპიას მნიშვნელოვანი როლი აქვს პოლიპების დიაგნოსტირებისასაც, მანამდე ვიდრე იგი კიბოდ გარდაიქმნება. აღმოჩენის შემდგომ პოლიპები კოლონოსკოპიისას ამოიკვეთება. კვლევები აჩვენებს, რომ კოლონოსკოპიური სკრინინგის გავრცელებამ შემთხვევების რაოდენობა საგულისხმოდ შეამცირა. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 45 წლის ასაკიდან 5 წელიწადში ერთხელ კოლონოსკოპია და განავალში ოკულტური სისხლის ანალიზი, ჩივილების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ყველამ ჩაიტაროს. დაავადების ოჯახური ისტორიის არსებობისას კი კოლონოსკოპია საშუალოდ იმ ასაკზე 10 წლით ადრე უნდა ჩაიტაროთ, რომელ ასაკშიც თქვენს ნათესავს სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა. მათ ვისაც ნაწლავთა ინფექციური დაავადება გადაიტანეს კოლონოსკოპია დაავადების მიმდინარეობიდან 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ. მაღალი გენეტიკური რისკის შემთხვევაში კი კოლონოსკოპია რეკომენდებულია 20 წლის ასაკის ზემოთ.
ეფექტიანი მკურნალობის შედეგები
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა აღნიშნული დაავადების შემთხვევაში წლების წინ ხანმოკლე იყო თუმცა, ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების განვითარების წყალობით, დაავადების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობამ უკვე 10 წლამდე მიაღწია. გასტროენტეროლოგი პროფესორი დოქტ. გიურჰან შიშმანი საუბრისას აღნიშნავს, რომ თუკი დაავადების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე მოხდება, სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა ადვილი მეთოდით - კოლონოსკოპიითაა შესაძლებელი. მისივე თქმით: „კოლონოსკოპიისას სწორი ნაწლავის კიბოს აღმოჩენისას თუ სახეზეა ადრეული სტადიის დაავადება, მკურნალობისას პოლიპექტომიის ან ენდოსკოპიური ლორწოვანი განშრევების მეთოდს მიმართავენ. იმ შემთხვევაში კი თუ დაავადების ბოლო სტადიებთან გვაქვს საქმე, მკურნალობისას გამოიყენება ქირურგიული მეთოდები, რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია.“
5 რჩევა სწორი ნაწლავის კიბოსგან თავის დასაცავად
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა N60, ტელ: 0431 258500
გამოგვყევით სოციალურ ქსელში, მიიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებები სამედიცინო სფეროში და უფასო, ალტერნატიული, მსოფლიოში წამყვანი მედიკოსების მოსაზრება.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)