გიორგი ვაშაძე - მე დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს - ძალით გამომიყვანეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას ესწრებოდა, თავს დაესხნენ.

როგორც ვაშაძემ განმარტა, ხელისუფლება რუსულ ინტერესებს იცავს.

„ელემენტარულ კითხვებზე პასუხი არ აქვთ, ჩვეულებრივი რუსები არიან თავიდან ბოლომდე. მე დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს, ძალით გამომიყვანეს. რუსული კანონის მიღება უნდათ, იცავენ რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, ასეთი ნაძირლები არიან. ეს საზიანოა საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ მათ საქართველოს არ დავუთმობთ, ხომ ხედავთ როგორი მშიშრები და ლაჩრები არიან, სპეცსამსახურების ზურგს უკან იმალებიან და აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა - ასე თავხედურად რუსულ ინტერესებს იცავდეს პოლიტიკური ძალა, ამის პრეცედენტი არ ყოფილა.

მათი ყველა ასეთი შემთხვევა იქნება ძალიან მკაცრად რეაგირებული, უპრობლემოდ ისინი ვერც ერთ კანონს ვერ გაიტანენ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მათ გავისტუმრებთ. მილიონი ხელმოწერა არ დაგავიწყდეთ. რუსული კანონის შინაარსში არ უნდა შეხვიდე, როცა კანონი რუსულია და ამას მთელი მსოფლიო გეუბნება, კონსტიტუციაში გიწერია, რომ ევროკავშირი, ნატო გინდა და გეუბნებიან, თუ რუსულ კანონს მიიღებ, ევროკავშირს და ნატო-ს დაშორდებიო, ასეთ შემთხვევაში შინაარსში არ უნდა შეხვიდე. ეს არის რუსული კანონი, ყველა, ვინც მხარს დაუჭერს, რუსეთის ინტერესების გამტარებელია და ყველა პასუხისმგებლობაში მიეცემა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება