ხათუნა სამნიძე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ ალაპარაკებს არავის, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მარტო მაჭარაშვილი ლაპარაკობს, დაჩი ბერაია კი ღრიალებს, მაგრამ ის არ გაუძევებია

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას, თამარ კორძაიას და სალომე სამადაშვილს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს საკომიტეტო დარბაზი.

„რეგლამენტის დარღვევაა, როცა დეპუტატს უთიშავ მიკროფონს, რომელსაც სურს ისაუბროს კანონზე. კომიტეტის თავმჯდომარეს არ უნდა დეპუტატები ესაუბრონ საზოგადოებას ტრიბუნიდან, რეალურად რაზეა საუბარი, ამიტომ თიშავს მიკროფონს და თუ ვაპროტესტებთ, რომ არ გვაქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, გვაძევებს დარბაზიდან. ხუთი დეპუტატი გააძევეს და როგორც ვხედავ, ვისაც ექნება შეკითხვა, ყველას გამოაძევებენ დარბაზიდან. კომიტეტის თავმჯდომარე არ ალაპარაკებს არავის, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მარტო მაჭარაშვილი ლაპარაკობს, ღრიალებს დაჩი ბერაია, რომელიც არაფერს კანონპროექტზე არ ამბობს, უბრალოდ ისტერიკაშია, მაგრამ ის არ გაუძევებია კომიტეტიდან. აძევებენ მათ, ვისაც შეკითხვები აქვთ,"- განაცხადა სამნიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში