თამარ კორძაია - პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამას გადასარევად ასრულებს

დღეს, ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამას გადასარევად ასრულებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან დეპუტატების გაძევების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. აგენტების კანონი ასამარებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას.

ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ სიმშვიდეში ჩვენი გამოძევებით მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, არათუ დემოკრატიას, ასამარებს. დღეს, ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცსამსახურის თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს, რომლითაც ჩვენ გვიკარგავენ მომავალს. ჩვენ პროცედურებს ვიცავდით. პატიოსნად ვსაუბრობდი იმაზე, რომ კანონი ცუდი იყო, გამითიშეს მიკროფონი და მითხრეს, გაგაძევებთო“,-განაცხადა კორძაიამ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას