დავით გაბაიძე, აჭარის დელეგაციის წევრებთან ერთად, ქალაქ ვროცლავის მერს, იაცეკ სუტრიკს შეხვდა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის გახსნას დაესწრო

აჭარის დელეგაცია, პოლონეთში, ქვემო სილეზიის სავოევოდოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის, უმაღლესი საბჭოს წევრების - ილია ვერძაძის, გიორგი მანველიძის, აპარატის უფროსის - ზურაბ ჭურკვეიძის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძისა და ქალაქ ბათუმის მერის - არჩილ ჩიქოვანის შემადგენლობით, სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრის - ქალაქ ვროცლავის მერმა იაცეკ სუტრიკმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ვროცლავში ტურიზმის მე-14 საერთაშორისო გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო, რომელზეც აჭარა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონი, საგანგებო და მრავალფეროვანი კუთხითაა წარმოდგენილი.

























