ვებსტერ საქართველოში ესეების კონკურსი „გლობალური მოქალაქეობა“ დასრულდა

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის ორგანიზებით რიგით მეორე ესეების კონკურსი დასრულდა. კონკურსში, რომლის თემაც გლობალური მოქალაქეობა გახლდათ, საერთო ჯამში მონაწილეობა 125-მა აბიტურიენტმა მიიღო. მათგან კომპეტენტურმა ჟიურიმ 6 რჩეული ნამუშევარი გამოავლინა. საუკეთესო ესეს ავტორმა კი პრემია 1000 ლარის ოდენობით მიიღო. შერჩეული 6 ნამუშევარი Forbes Georgia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ვებსტერ საქართველოს ვიცე-რექტორის ემინ ჯაჰიევის განმარტებით, კონკურსი მიზნად ისახავს, აბიტურიენტები დაფიქრდნენ გლობალური მოქალაქეობის კონცეფციასა და მის მნიშვნელობაზე, გამოიკვლიონ და გამოხატონ თავიანთი ხედვები და მოსაზრებები აღნიშნულ თემაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად შევიკრიბეთ და ვმსჯელობთ იმ გამოწვევებზე, რომლების წინაშეც ჩვენ, როგორც მსოფლიო მოქალაქეები, ვდგავართ. ვებსტერის უნივერსიტეტში ღრმად გვწამს, რომ მსოფლიო მოქალაქეობა არის საფუძველი იმისა, რომ შევქმნათ უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და მდგრადი მსოფლიო. ეს ეფუძნება ჩვენს საერთო მიზნებსა და გამოწვევებს, საერთო ქმედებასა და სწრაფვას, რომ ვიყოთ ერთად, ვიმუშაოთ ერთად და ერთიანობით შევქმნათ უკეთესი მსოფლიო. დღეს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული, მსოფლიო მოქალაქეობის მნიშვნელობის გააზრებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. უნდა ვიპოვოთ გზები, რომლებიც ერთმანეთთან დაგვაკავშირებს, ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და საერთო მიზნებით დავისახოთ. სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ ესეების კონკურსის თემაც. მინდა, კონკურსის თითოეულ მონაწილეს მივულოცო. მათმა ესეებმა ჩვენ უკეთესი მომავლის იმედი გაგვიჩინა. ესეების კონკურსით ვეცადეთ, ახალგაზრდა თაობას დავხმარებოდით გლობალური მოქალაქეობის ისეთი თემები გაეაზრებითა, როგორიცაა: სიღარიბე, ადამიანის უფლებები, მდგრადი გარემო და სოციალური სამართლიანობა,“ - აცხადებს ემინ ჰაჯიევი.

კონკურსისთვის მოწვეული იყო სპეციალური ჟიური, რომლის წევრებიც იყვნენ.

  • ალექსანდერ დანიელსი - საქართველოში აშშ-ის საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების უფროსი
  • გიორგი ისაკაძე - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი
  • გიორგი მუჩაიძე - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი
  • ტიმოთი ბლაუველტი - ამერიკის შეერთებული შტატების საბჭოს რეგიონული დირექტორი

ნაშრომები შეფასდა კრეატიულობის, თემის შესაბამისობისა და წერის ხარისხის მიხედვით. ჟიურის ერთ-ერთ წევრის ტიმოთი ბლაუველტის განმარტებით, კონკურსი ძალიან პოზიტიურია არა მხოლოდ მისი თემატიკის, არამედ ფორმატის გამოც.

„წერა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ბევრი უნარ-ჩვევის გაჩენას უწყობს ხელს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი სწორედ ამ ფორმატით ატარებს კონკურსს. წერას ვერ ისწავლი, თუ ბევრი არ წერე. მისი ათვისების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება. კარგი ნაწერი დიდი პრაქტიკის შედეგია. ვულოცავ კონკურსის ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით, გამარჯვებულებს. მათ შესანიშნავად შეძლეს საკუთარი სათქმელის ნაწერით გადმოცემა. თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, არ შეწყვიტონ წერა და სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ,“ - განაცხადა ტიმოთი ბლაუველტიმ.

ეს გახლდათ რიგით მეორე ესეების კონკურსი, რომელიც ვებსტერ საქართველოს ორგანიზებით გაიმართა. პირველი კონკურსის თემა გახლდათ „თავისუფლება“.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო