გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი სატანკო ძალები საბრძოლო დანაკარგების ასანაზღაურებლად, სავარაუდოდ, საბჭოთა წარმოების T-62 ტანკებით აღიჭურვება, რომლებიც პირველად 1954 წელს გამოიყენეს.
სამინისტროს დაზვერვის ანგარიშის თანახმად, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ქვედანაყოფებს, მათ შორის 1-ლი გვარდიის სატანკო არმიას, 60 წლის წინანდელი ტანკები მიეწოდება.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის შემდეგ საცავიდან T-62 ტიპის დაახლოებით 800 ტანკი ამოიღეს და კონფლიქტში გამოსაყენებლად გადააკეთეს.