ანრი ოხანაშვილი არასამთავრობოებს - კანონს უწოდებთ კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდევ პირველი მოსმენით არ არის მიღებული

ადამიანი, რომელიც კომიტეტზე ზის და ამბობს, რომ ეს არის კანონი და თან რუსული კანონი, მე ვალდებული ვარ ხალხის და საზოგადოების წინაშე, ავუხსნა, რომ ეს არის ტყუილი, ჯერ ერთი, რომ ეს არ არის რუსული კანონი, ერთი ერთში ნათარგმნი ამერიკული მოდელია და მეორე - ეს არ არის კანონი, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს განიხილავენ.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონს უწოდებენ კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდევ პირველი მოსმენით არ არის მიღებული.

„თქვენ კანონს ეძახით კანონპროექტს, რომელიც ჯერ პირველი მოსმენით არ არის მიღებული. თხოვნა მაქვს, ახსნას ვინმემ, რატომ უწოდებთ კანონს, როდესაც პირველი მოსმენით არ არის მიღებული და გაკეთდა დათქმა, რომ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და მეორე მოსმენის ფარგლებში, მათ შორის ტერმინოლოგიური იქნება თუ სხვა საკითხი, ვიმსჯელოთ. მაინც ამბობთ, რომ ეს არის კანონი. სად არის სიმართლე? მერე გწყინთ, რომ რატომ ვაკეთებთ განმარტებას. მე ვალდებული ვარ ხალხის და საზოგადოების წინაშე, რომ ადამიანი, რომელიც კომიტეტზე ზის და ამბობს, რომ ეს არის კანონი და თან რუსული კანონი, მე ავუხსნა ხალხს, რომ ეს არის ტყუილი. ჯერ ერთი რომ ეს არ არის რუსული კანონი, ერთი ერთში ნათარგმნი ამერიკული მოდელია და მეორე - ეს არ არის კანონი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა