სალომე სამადაშვილი - ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ასევე ჩაიშალა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასევე ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა სარჯველაძეს. არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და გაიქცა“,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, 7 მარტს, 10:00 საათზე გადაიდო.

“ვერ ჩაატარეს! ჯერჯერობით პარალიზებულია ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაც. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, - წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, პარლამენტში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა