ქუთაისის მერია მუზეუმის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის ფასადის შესანარჩუნებლად შესაბამისი დროებითი კონსტრუქციები მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მერიაში მიზანშეწონილად მიიჩნევენ არსებული ფასადის 3D სკანირებას, რესტავრატორის მიერ დეკორატიული ელემენტების დანომვრა-მარკირებას, არსებული ფასადის დემონტაჟსა და დეკორატიული ელემენტების დასაწყობებას და

მარკირებული დეკორატიული ელემენტების გამოყენებას მშენებლობაში, წინასწარ შედგენილი სქემატური ნახაზების შესაბამისად.

„ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის ფუნქცია და მდგომარეობა, ქალაქის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ათწლეულების მანძილზე. ნაგებობის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს, როგორც პროექტირების ფაზაში ჩატარებული ექსპერტიზები (დასკვნები), ასევე სამუშაოების მიმდინარეობისას შესრულებული დამატებითი საექსპერტო კვლევები.

მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ჩვენი სურვილი იყო შეგვენარჩუნებინა შენობის ფასადი მაინც. ამ მიზნით განხორციელდა შესაბამისი დროებითი კონსტრუქციების მოწყობა, რომელმაც უზრუნველყო ფასადის დროებითი დამაგრება. თუმცა, პროექტის მიმდინარეობის პარალელურად, არსებითად გაიზარდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზედამხედველო ორგანიზაციისა და პროექტის ავტორის პოზიციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს: არსებული ფასადის 3D სკანირება; რესტავრატორის მიერ დეკორატიული ელემენტების დანომვრა-მარკირება; არსებული ფასადის დემონტაჟი და დეკორატიული ელემენტების დასაწყობება;

მარკირებული დეკორატიული ელემენტების გამოყენება მშენებლობაში, წინასწარ შედგენილი სქემატური ნახაზების შესაბამისად.

ახალი შენობისთვის ძველი შენობის პირვანდელი იერ-სახის შენარჩუნება“, -ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა