პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა - პროტესტის მონაწილეები შეკრებას ხვალაც გეგმავენ

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის დასრულების გადაწყვეტილება მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ბიუროს სხდომა ჩაიშალა და 7 მარტისთვის გადაიდო.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, საპროტესტო აქცია ხვალ 10:00 საათზე ისევ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და სტუდენტები.

პარალელურად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ე.წ. აგენტებთან დაკავშირებით ორივე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში