19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ლევან დავითაშვილმა ბერლინში საერთაშორისო მედიას საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო

ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო უნიკალური კულტურით, ღვინის სამშობლო, მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციების 8000-წლიანი ისტორიით, ადგილი, საიდანაც პირველი ევროპელები მოვიდნენ, ქართული ანბანი - მსოფლიოს 14 ანბანიდან ერთ-ერთი, რომლის ჯადოსნური სტრუქტურა ექსკლუზიურია ორიგინალური დამწერლობის სისტემებს შორის და ქართული კულტურის განსაკუთრებულობას ჭეშმარიტად ასახავს , - ასე გააცნო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველო საერთაშორისო მედიას დღეს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლევან დავითაშვილმა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან და საინტერესო ტურისტულ მიმართულებაზე, ასევე სხვადასხვა სექტორში ქვეყნის წარმატებებზე ისაუბრა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა კარგად ჩამოყალიბებული ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება გახდეს, შესაბამისად, ინვესტიციები ხორციელდება არაერთი მიმართულებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ხდება ახალი, მიმზიდველი მიმართულებების, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების, კონკურენტული სერვისების განვითარება.

„მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრის მეშვეობით მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით და კონტინენტების, ქვეყნებისა და ხალხის დამაკავშირებელი ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით. ამჟამად საქართველოში მდებარე 3 საერთაშორისო აეროპორტიდან 38 ავიაკომპანია მუშაობს 59 მიმართულებით, მათ შორის 30 - ევროპის მიმართულებით. გარდა ამისა, ლიბერალური სავიზო პოლიტიკა 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ უვიზო რეჟიმით, რაც ამარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას და ამავდროულად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის ინდუსტრიას. ამ ძალისხმევის შედეგად, საქართველომ მოახერხა, გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად საკუთარი მოსახლეობის რაოდენობაზე სამჯერ მეტ ტურისტს მასპინძლობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველომ დაამტკიცა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელების უნარი აქვს, რისი ერთ-ერთი მაგალითიც გასული 2 კვირის განმავლობაში ბაკურიანში წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატია ფრისტაილში, სნოუბორდისა და ფრისკიში.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით სხვადასხვა მიმართულებით გაწეული სამუშაოების შედეგი საბოლოოდ 2022 წელს მოგზაურობიდან შემოსავლების 8%-იან ზრდაში აისახა. 5,5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი და ტურიზმის სექტორიდან შემოსული 3,5 მილიარდი აშშ დოლარი - ასეთია გასული წლის სტატისტიკა.

მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ქვეყანამ გაატარა ეფექტიანი და სწორი პოლიტიკა და მიაღწია შემდგომ მნიშვნელოვან წარმატებებს ამ მიმართულებით.

ცნობისთვის, საქართველო წელს ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყანაა - ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და წარმომადგენლობითო ფორუმია ტურიზმის სექტორში, რომელსაც 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასამდე ვიზიტორი დაესწრება. გამოფენაში, რომელიც იმართება სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა. წელს 80-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სექტორიდან.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა