რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტი, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება და მულტიფუნქციური დასასვენებელი ზონის შექმნას ითვალისწინებს.

ინფორმაციის თანახმად, სკვერის მოწყობის პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 474 439 ლარით დაფინანსდა.

„სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' წევრებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

,,რუსთავში, ისეთი პროექტების პარალელურად, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ავარიული კორპუსების გამაგრება, რა თქმა უნდა, ჩვენ მწვანე ქალაქის კონცეფციიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობას ვაგრძელებთ. ჭყონდიდელის დასახლებაში 15 ათას კვადრატული მეტრის განაშენიანება მიმდინარეობს. ეს სივრცე დღემდე უფუნქციო იყო და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ აღნიშნული პროექტი. ძალიან მალე ამ უბანს და ჩვენს ქალაქს, კიდევ ერთი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ახალ სკვერში, სპორტული და საბავშვო მოედნები, ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, თანამედროვე გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი ზონები, ასევე, რჩეულიშვილის ქუჩიდან სკვერის გავლით, გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბე მოეწყობა.

,,ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მრავალფუნქციური სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. მსგავსი მასშტაბის რეკრეაციული სივრცე ამ დასახლებაში არ არსებობდა. როგორც ჩვენმა გუნდმა დავაანონსეთ, გარდა ცენტრალური ქუჩებისა, ინფრასტრუქტურული პროექტი თითქმის ყველა უბანში მიმდინარეობს და ამ უბანშიც სკვერის მოწყობა, რა თქმა უნდა მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად დავიწყეთ“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა ზურაბ ტაბაღუამ.

პროექტით, გათვალისწინებულია დენდროლოგიური სივრცეების მოწყობა, სკვერის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგვება. სკვერის მოწყობის პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 474 439 ლარით დაფინანსდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო