დმტირო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, უკრაინელი სამხედრო ტყვის დახვრეტის ფაქტი გამოიძიოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის გარემოებები გამოიძიოს.

"საშინელი ვიდეო, სადაც ჩანს უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ მან თქვა : "დიდება უკრაინას". კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ომი არის გენოციდი. აუცილებელია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარინ ხანმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ საზარელი ომის დანაშაულის შესახებ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარგლებში. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.

გუშინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას ასახავს. ვიდეოზე ჩანს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელ ტყვეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს მაშინვე, როგორც კი წარმოთქვა: „დიდება უკრაინას!“.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა