ვოლოდიმირ ზელენსკი - მინდა, ყველამ ერთხმად ვუპასუხოთ სასტიკად მოკლულ მეომარს : დიდება გმირს! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!

გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ოკუპანტები სასტიკად კლავენ მეომარს, რომელმაც მამაცურად უთხრა მათ: "დიდება უკრაინას!" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იპოვის მკვლელებს.

„მინდა ყველამ ერთად, ერთიანად ვუპასუხოთ მის სიტყვებს: "დიდება გმირს! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!" ჩვენ ვიპოვით მკვლელებს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გუშინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას ასახავს. ვიდეოზე ჩანს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელ ტყვეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს მაშინვე, როგორც კი წარმოთქვა: „დიდება უკრაინას!“.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა