უკრაინის გენშტაბი - რუსული ძალები ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენზე შტურმს განაგრძობენ

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 140-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უწყების ცნობით, რუსების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენზე შტურმს განაგრძობენ.

„გასული დღის განმავლობაში მხოლოდ სოფელ დუბოვო-ვასილევკასთან მტერმა 37 თავდასხმა განახორციელა“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

უწყება იმ დანაკარგების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას, რაც, მათი მტკიცებით, მოწინააღმდეგემ განიცადა.

„თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 15 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ტერიტორიებს. „შაჰედ-136“ ტიპის დრონის გარდა, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს „შაჰედ-136“ ტიპის დრონი, მტრის კუთვნილი „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და სხვადასხვა ტიპის 8 დრონი“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

ასევე დარტყმა მიაყენა საზენიტო სარაკეტო სისტემას საცეცხლე პოზიციაზე. გარდა შაჰედ-136 დარტყმისა უპილოტო საფრენი აპარატებისა, გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის სუ-25 თვითმფრინავი და კიდევ 8 სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი“, - ნათქვამია ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, კონცენტრაციის 8 ტერიტორიას, საჰაერო თავდაცვის 2 სისტემას, საბრძოლო მასალის საცავსა და სარადარო სადგურს დაარტყეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?