იაგო ხვიჩია - ირაკლი ბერაია არის თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ, ყოველთვის ამას ვიტყვი

ირაკლი ბერაია არის თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ, ყოველთვის ამას ვიტყვი, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს რეაგირება სთხოვა იმაზე, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები უფლებამოსილებას ამეტებენ და დეპუტატებს სხდომათა დარბაზიდან დაუმსახურებლად აძევებენ.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ ის გუშინ თავდაცვის კომიტეტიდან კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ უსაფუძვლოდ გააძევა.

„ჩემი აზრით, გუშინ ძალიან უმსგავსო ფაქტი მოხდა თავდაცვის კომიტეტზე. ბატონმა ბერაიამ დამატოვებინა დარბაზი. მე არ მიმაჩნია ეს სწორ პრაქტიკად, მე არაფერი დამიშავებია გუშინ იმისთვის, რომ ვინმეს საიდანმე გავეძევებინე და გთხოვდით თქვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, რომ ასეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები აჭარბებენ თავიანთ უფლებამოსილებას და თავი კაცები ჰგონიათ, მაშინ როდესაც რაღაც პატარა უფლებამოსილებას მიიღებენ... ემოციები ისედაც აწეულია, მე არ მინდა ემოციების აწევა, მაგრამ ეს ადამიანი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ ყოველთვის ამას ვიტყვი“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში