ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესზე დღეს სავარაუდოდ, 8 მოწმე დაიკითხება

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოწმეთა გამოკითხვა გაგრძელდება და სხდომას ბრალდებულიც დაესწრება.

მისი თქმით, დაცვის მხარემ პროკურატურას ჩანიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა.

„როგორც მაქვს ინფორმაცია, ბრალდებული ჩამოყვანილია, დღეს გაგრძელდება მოწმეთა გამოკითხვა, სავარაუდოდ, რვა მოწმე გამოიკითხება. რაც შეეხება ჩანიშნულ ექსპერტიზას, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დავაყენეთ პროკურატურის წინაშე, რომ ჩვენი წარმომადგენელი დაესწროს ამ პროცესს და ეს იყოს გამჭვირვალე და საჯარო“,- განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესზე დღეს სავარაუდოდ, 8 მოწმე დაიკითხება

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოწმეთა გამოკითხვა გაგრძელდება და სხდომას ბრალდებულიც დაესწრება.

მისი თქმით, დაცვის მხარემ პროკურატურას ჩანიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა.

„როგორც მაქვს ინფორმაცია, ბრალდებული ჩამოყვანილია, დღეს გაგრძელდება მოწმეთა გამოკითხვა, სავარაუდოდ, რვა მოწმე გამოიკითხება. რაც შეეხება ჩანიშნულ ექსპერტიზას, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დავაყენეთ პროკურატურის წინაშე, რომ ჩვენი წარმომადგენელი დაესწროს ამ პროცესს და ეს იყოს გამჭვირვალე და საჯარო“,- განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია