სამეგრელო-ზემო სვანეთში 13 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.

როგორც მუნიციპალური ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია.

„ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში - ოქტომბერში, კახათსა და ოდიშში, აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში - სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში, სენაკის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში - ფოცხოში, ძველ სენაკსა და ლეძაძამეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, ქალაქ წალენჯიხაში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში.

ბაღების მშენებლობის პროგრამით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.

პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4999

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5000

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5001

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5002

ფონდი, პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს