მარნეულის მერია - ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხიდის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხიდის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე, რეაბილიტირდა 862 გრძივი მეტრის შემოვლითი გზის საფარი, რომელიც ლაღიძის ქუჩას უერთდება.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ნაწილობრივ განტვირთავს ქალაქში საავტომობილო მოძრაობას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ მილიონამდე ლარი შეადგინა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. გასულ წელს 15 სოფელში განვახორციელეთ შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ მიმართულებით წელს დაგეგმილი გვაქვს 10 სოფელში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 98% სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზები, მოასფალტებული და გამართულია. სწორედ ამიტომ აქცენტი კეთდება შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად