პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სხდომათა დარბაზში სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ.
ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალისა“ და ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
„ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ნაბიჭვარი ხარ შენ, უზრდელი“, - მიმართა ხუნდაძემ ვაშაძეს, რასაც ვაშაძემ უპასუხა რომ ყველა მიიღებს პასუხს.
„საცოდავი ხარ, ყველა მიიღებთ პასუხს“, -აღნიშნა ვაშაძემ.
ამასთან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს ანა წითლიძესა და დაჩი ბერაიას შორის.
„შენებს აგინე, საკუთარ თავს აგინე, მთელი ქვეყანა გაგინებს. როგორ ბედავ შეიგინო, ნაძირალა, შენ! აგინე საკუთარ თავს, მოღალატე!“ - მიმართა წითლიძემ ბერაიას.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"