სალომე სამადაშვილი - ყაველაშვილს რუსეთის ფარულ ომზე ჩემი წიგნი მოვუტანე, 3 ენაზეა გამოცემული, მაგრამ რუსულად მოვუტანე, რადგან რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი - ივარჯიშოს, ეგებ, რუსულად გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს

„ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „ხალხის ძალის“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსეთის ფარული ომის შესახებ საკუთარი წიგნი საჩუქრად მიუტანა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, წიგნის კითხვა ქვეყნის ღალატს არა, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო, ამას სჭირდება.

„სამწუხაროა, რომ მიხეილ ყაველაშვილი წავიდა, რადგან მისთვის საჩუქარი მქონდა მოტანილი - მერე მივაწვდი. ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო, ამას წიგნის კითხვა სჭირდება. ჩემი წიგნი მოვუტანე - რუსეთის ფარულ ომზე. სამ ენაზეა ეს წიგნი გამოცემული, მაგრამ რუსულ ენაზე მოვუტანე, რადგან გაქცევა რომ მოუწევთ ამ ქვეყნიდან, რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი - ივარჯიშოს, ეგებ, რუსულად გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა