ხატია დეკანოიძე - ქალების განცხადება მინდოდა გადამეცა ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რადგან ამბობენ, რომ თითქოს არავის შეეხება კანონი, აბა რატომღა იღებენ?!

ქალების განცხადება მინდოდა გადამეცა ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რადგან ამბობენ, რომ თითქოს არავის შეეხება კანონი, აბა რატომღა იღებენ?! - როგორც ჩანს, ეს არის ივანიშვილის პირადი ახირება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აგენტების კანონის მხარდაჭერა არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ყველას უნდა ესმოდეს ეს, ვინც ღილაკს თითს მიაჭერს.

"არ უნდათ იმის გაგება, რა მძიმე კანონპროექტები შემოიტანეს, წავიკითხე საფეხბურთო კლუბ "გაგრას" განცხადება, ქალების განცხადება და მინდოდა ის გადამეცა ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რადგან ამბობენ, რომ თითქოს არავის შეეხება და აბა რატომღა იღებენ? თუ არავის შეეხება, გამარკვიონ, რატომ იღებენ, რა არის მისი მიღების მიზანი? ეს არის რუსული კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეს არის ივანიშვილის პირადი ახირება, სავაჭრო თემა და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა ჩაიდოს ჯიბეში საბოლოოდ.

დღევანდელი მოქმედებები, გინება და საშინელი გარჩევები გააკეთეს იმიტომ, რომ ჰგონიათ, ვინმეს შეეშინდება და წინააღმდეგობას არ გაუწევს,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელს უშლიან საზოგადოებისთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და ავრცელებენ ტყუილს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში განიხილება.

"სრულიად უტიფრად და ფლიდურად ტყუის ქალბატონი დეკანოიძე, როდესაც დღეს კვლავ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის იქნება პრობლემა, როდესაც გუშინ იურიდიულ კომიტეტზე მკაფიოდ ითქვა ამასთან დაკავშირებით და აღარაფერი აქ სალაპარაკო აღარ რჩება, დამთავრდა,"- განაცხადა სარჯველაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე