გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი - საქართველოს დიდი ფანი ვარ, რაც გუშინ გალა გახსნაზე ვიხილეთ ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო - საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს მსოფლიოსთვის შესათავაზებელი

გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტის, ნორბერტ ფეიბიგის განცხადებით ITB Berlin 2023-ის საზეიმო გალა გახსნაზე საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უდიდესი ყურადღება დაიმსახურა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის საქართველოს დიდი ფანია და საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს მსოფლიოსთვის შესათავაზებელი.

„მე საქართველოს დიდი ფანი ვარ, რაც გუშინ გალა გახსნაზე ვიხილეთ ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. ყველა, ვისაც ვესაუბრებოდი იგივე შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე. საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს მსოფლიოსთვის შესათავაზებელი, ITB ბერლინის მასპინძლობა ბევრს ნიშნავს. საქართველო ჯერ კიდევ სრულად არ არის ტურიზმის ინდუსტრიის ობიექტში და ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი მისი სრული პოტენციალი, სწორედ ამ გამოფენაზე საქართველოს პრეზენტაციამ გააკეთა ის, რაც გესაჭიროებოდათ, ეს ყურადღების მიპყრობაა. რაც გალა გახსნაზე ვიხილეთ, ამის შემდეგ ნამდვილად ღირს საქართველოში მოგზაურობა, რომელსაც აქვს სტუმართმოყვარეობის არაჩვეულებრივი ტრადიცია და გამორჩეულია სამზარეულოთი“, - განაცხადა გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტმა ნორბერტ ფეიბიგმა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023 საქართველომ გრანდიოზული გალა კონცერტით გახსნა, სადაც ქართველმა ხელოვანებმა 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა და კულტურა გააცნეს.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს