აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

„ბიუროს გადაწყვეტილებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონებსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული პროექტები კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად.

პირველი ცვლილება უკავშირდება 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიის წარდგენის ზოგიერთ დროებით წესს, რომელიც გენდერულ კვოტირებას განსაზღვრავს. ხოლო ნორმატიული აქტების შესახებ კანონის ცვლილება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებისთვის სავალდებულო წესით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასების აღწერას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება რეგლამენტის პროექტს, ცვლილება უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს თავიანთი პოზიციების, მოსაზრებების, წინადადებების გამოხატვის დამატებით სამართლებრივ შესაძლებლობებს აძლევს.

სამივე პროექტი, რომლებიც სხდომაზე ტიტე აროშიძემ წარმოადგინა, გამარტივებული წესით განიხილება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?