გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილი და მისი მონური დავალებების შემსრულებლები მარტო არიან დარჩენილები, იჭიმებიან, „იჭიფხებიან“ და რეალურად ჩმორები არიან

მიხარია, რომ ეს პროტესტი უწყვეტად მიდის პარლამენტთან, ეს არის ის ენერგეტიკა, რომელიც შეაჩერებს საქართველოს სვლას რუსეთისკენ, რაც „ქართულ ოცნებას“ და პირადად ივანიშვილს უნდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, 9 მარტს უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს და აღნიშნული კანონპროექტები გააპროტესტოს.

„მარტო არიან დარჩენილები. სრული კონტროლი აქვთ საკუთარ თავზე დაკარგული, რადგან ადამიანს, რომელსაც ღალატზე ხელი აქვს მოწერილი, აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელია. მე ძალიან მიხარია, რომ ეს პროტესტი უწყვეტად მიდის პარლამენტთან, ეს არის ის ენერგეტიკა, რომელიც შეაჩერებს საქართველოს სვლას რუსეთისკენ, რაც „ქართულ ოცნებას“ და პირადად ივანიშვილს უნდა. მედგრად ვართ, ამაყად ვართ, ძლიერად ვართ და აუცილებლად, გავიმარჯვებთ! მთავარი არის 9 მარტი და იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა. ბიძინა ივანიშვილი და მისი მონური დავალებების შემსრულებელი ადამიანები მარტო არიან დარჩენილები, იჭიმებიან, „იჭიფხებიან“ და რეალურად ჩმორები არიან. ჩვენ გავიმარჯვებთ, დარწმუნებული ვარ, მთავარია ერთიანობის მუხტი არ გაჩერდეს და ყველა ერთად იდგეს", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტებს აპროტესტებენ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში