რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - სესხს იღებთ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან, ეს სააგენტო აგენტია? აგენტების ფულს იღებთ და არ გეჩოთირებათ? თუ მართლა გგონიათ, რომ ფულს სუნი არ აქვს?!

სესხს იღებთ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან. ეს სააგენტო აგენტია? აგენტების ფულს იღებთ და არ გეჩოთირებათ? თუ მართლა გგონიათ, რომ ფულს სუნი არ აქვს?! - ამ შეკითხვით მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე, გიორგი კაკაურიძეს.

მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, სხვადასხვა მიმართულებით რეფორმებს მოხმარდება.

„წარმოგიდგენთ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას. საკითხი ეხება დამატებითი რეფორმებთან დაკავშირებული რესურსის გამოყოფას საქართველოსთვის. შეგახსენებთ, გასული წლის გაზაფხულზე რატიფიცირება მოვახდინეთ „მსოფლიო ბანკთან“ და 358 მილიონი ევროს ოდენობის სესხის, რომელიც დაფუძნებული იყო 2026 წლამდე რეფორმებზე, როგორც განათლების, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. თითოეულ მიმართულებაზე 10-ზე მეტი ინდიკატორი იქნა გაწერილი, რომელთა შესრულების შემთხვევაში, შესაბამის თანხებს გამოყოფს „მსოფლიო ბანკი“,-განაცხადა კაკაურიძემ.

რომან გოცირიძის შეკითხვის შემდეგ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მის შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ ღირს.

„ბატონ რომანს, თითოეულ აქ მყოფს და დამსწრეს კარგად მოეხსენება, რას ნიშნავს საფრანგეთის განვითარების სააგენტო. შესაბამისად, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“,-განაცხადა კაკაურიძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა