პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს.

საკითხების განხილვა ხუთშაბათს იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს.

„დღევანდელი დღე „თავდაცვის კოდექსის“ განსახილველად გვქონდა დათმობილი, თუმცა ბიუროს გადაწყვეტილებაა, რომ არ განვიხილოთ. ამიტომ, გთავაზობთ, დავიწყოთ აგენტების ამერიკული კანონის განხილვა და ხუთშაბათს გავაგრძელოთ. ამას იმიტომ გთავაზობთ, რომ მოესწროს და რეგლამენტის ცუდად გამოყენებით არ მოხდეს პროცესის ჩაშლა.

ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ როგორც ვიცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოტანილი აქვს განცხადება მთელი კვირის განმავლობაში ბოიკოტზე. ვერ იტყვიან, რომ ხუთშაბათს აპირებდნენ მოსვლას და ამ არგუმენტს ვერ იტყვიან. დანარჩენი ვინც უნდა იყოს, აქ არიან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ეს პროექტები ჩვენი განსახილველია მიმდინარე კვირის განმავლობაში, განხილვას და საპარლამენტო დებატებს საზოგადოებაც მოელის და ალბათ, ჯობს, რომ დღეს დავიწყოთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში