კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, კახეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაში, რომელიც თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში შედგა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები იღებდნენ მონაწილეობას.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა და მუნიციპალიტეტების მერებმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
სიტყვით გამოსვილისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექიმებს მადლობა გადაუხადეს რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტების მერებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები, ხოლო ქალბატონებს თაიგულები გადასცეს და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.