ნიკა მელია - დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს, სანამ არ გავიმარჯვებთ

თუ ეს კანონი მაინც მიიღეს, აქ ქმედება თუ არ იქნება, რომც დაუწესოს დასავლეთმა ნებისმიერ არამართლზომიერ ქმედებაში შესულ დეპუტატს სანქცია, ეს ამინდს ვერ შექმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს, სანამ არ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ისტორიული მომენტია და ამჯერად მოხერხდება საზოგადოების და ოპოზიციის გაერთიანება.

"ჩვენ არ ვეგუებით მოცემულობას. ახლა ბიძინა ივანიშვილს აქვს შემდეგი კარტი გაშლილი, რომელიც გათვლილია ჩვენს დანებებაზე. ჩვენ უნდა დავაფასოთ დეპუტატების ბრძოლა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ფლანგიდან, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ყველანი ყოფილიყვნენ ამ ორი დღის განმავლობაში. მე ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ დავინახე და რომ ყოფილიყვნენ, დაეხმარებოდნენ კოლეგებს. ახლა მაინც უნდა შეუერთდნენ დარბაზში და მაქსიმალურად დრო უნდა გაიწელოს და განხილვაში უნდა შეყვნენ, რომ ხალხმა მოახერხოს მობილიზაცია ადგილზე და თუ ეს კანონი მაინც მიიღეს, აქ ქმედება თუ არ იქნება, რომც დაუწესოს დასავლეთმა ნებისმიერ არამართლზომიერ ქმედებაში შესულ დეპუტატს სანქცია, ეს ამინდს ვერ შექმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს, სანამ არ გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ეს პროცესი ისტორიულია და შედეგი იქნება ორი - ან მრავალი ათწლეულით დამარცხება ან ძალიან დიდი ხნით გამარჯვება ჩვენი ეროვნული ინტერესებისა. ღალატი არამარტო მათი მხრიდან იქნება ჩადენილი თუ ამ კანონს მიიღებენ და თავიანთი გაუვათ, არამედ ჩვენს მიერაც იქნება ღალატი ჩადენილი, თუ ამ პროცესს ჩვენ ვერ შევაჩერებთ. მჯერა ქართველი ხალხის გონიერების და სიმტკიცის. როგორც არასდროს ახლა მოხერხდება საზოგადოების და ოპოზიციის გაერთიანება, აქ ჩვენ არ ვირჩევთ პრემიერ-მინისტრს, არც საპარლამენტო სიაზეა საუბარი, აქ უნდა შევთანხმდეთ ბრძოლის ველი გვექნება თუ არ გვექნება", - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მოქალაქეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო