ბათუმში მოქალაქეებმა შეძახილებით - „არა რუსულ კანონს“ ცენტრალური პარკიდან ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს

„არა რუსულ კანონს“ - ამ შეძახილებით ბათუმში მოქალაქეებმა ცენტრალური პარკიდან ევროპის მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს.
შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ნიშნავს რუსული პოლიტიკის გატარებას საქართველოში.
“ამ მსვლელობით გვინდა, ჩვენს მთავრობას და იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ე.წ. რუსული კანონპროექტის დაკანონებას, ერთგვარად გამოვაფხიზლოთ და ვუთხრათ, რომ ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა და ევროპული გზით სვლა”,- განაცხადა აქციის მონაწილე ნანა აბულაძემ.

























