თელავში აქცია "ჩვენ გვინდა ევროპა", „არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს.
თეატრის წინ სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილი.
მათი თქმით, პარლამენტში მიმდინარე პროცესები რუსეთის დაკვეთაა და კანონპროექტის მიღება დაუშვებელია.
„დიახ, ეს ხალხი ვგმობთ ამ რუსულ კანონს. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი. ჩვენ გვინდა ევროპა”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.