ვახტანგ მეგრელიშვილი უმრავლესობას - თუ გჯერათ, რომ თქვენი კანონი სამართლიანია, რატომ აგზავნით ვენეციის კომისიაში? - ამ საქმეს თუ გავაგრძელებთ, დიდ დაპირისპირებამდე მივალთ და მერე ვეღარც შარლ მიშელი შეგვარიგებს

ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ჩვენ არა თუ ვერ ვითანამშრომლებთ, არამედ ამ საქმეს თუ გავაგრძელებთ, მერე ვეღარც შარლ მიშელი შეგვარიგებს და ვეღარც სხვა , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ამ კანონით საქართველო უარს ამბობს იმ კლუბში ყოფნაზე, რომელიც მისთვის თავდაცვის მთავარი გარანტიაა.

„თუ გავიგებთ, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციას, ჟურნალსა თუ ტელევიზიას ვინ აფინანსებს, რა სარგებელს მოგვიტანს ეს ცოდნა, თუ ჩვენ შეფასების კრიტერიუმიც კი არ გვაქვს? - რის მიხედვით უნდა გავარჩიოთ, რა არის სასარგებლო და რა უსარგებლო? ჩვენი უსაფრთხოების უდიდესი პროცენტი ახლაც და 2008 წელსაც ჩვენს დასავლეთ პარტნიორებზე მოდიოდა იმიტომ, რომ მათ კლუბში ვიყავით. მათგან მივიღეთ მხარდაჭერა, რომელმაც ძალიან ბერი ქართველის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გადაარჩინა. ამ კანონით უარს ვამბობთ იმ კლუბში ყოფნაზე, რომელიც ჩვენი თავდაცვის მთავარი გარანტიაა.

გარდა ამისა, თუ ნამდვილად გჯერათ, რომ თქვენი დაინიცირებული კანონი სამართლიანია, რატომ აგზავნით მას ვენეციის კომისიაში? იქნებ, ეს ამბავი დავამთავროთ და რეალურ საქმეზე გადავიდეთ. ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ არა თუ ვერ ვითანამშრომლებთ, არამედ ამ საქმეს თუ გავაგრძელებთ, ჩვენ იმაზე დიდ დაპირისპირებამდე მივალთ, ვიდრე შარლ მიშელი გვარიგებდა. მერე ვეღარც შარლ მიშელი შეგვარიგებს და ვეღარც სხვა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის