ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტ LED-ის გუნდის ლიდერს საქართველოში მაიკლ ჰაინსს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტ LED-ის გუნდის ლიდერს საქართველოში მაიკლ ჰაინსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა LED (ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება) პროექტთან დაკავშირებით გაიმართა, სადაც გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალისა და მისი განვითარების შესახებ ისაუბრეს.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის წარმომადგენლები გვანცა ირემაშვილი და ნინო მარკოზაშვილი, მერიისა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს თანამშრომლები.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის წარმომადგენლებს და თანამშრომლობას დაჰპირდა.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების" მიზანია მუნიციპალიტეტში უფრო კონკურენტუნარიანი და ინოვაციური გარემოს შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება.

მუნიციპალიტეტების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სხვადასხვა მეთოდებით მოხდება ადგილზე საჭიროებების შესწავლა და შემდგომ ამ საჭიროებებზე მუშაობა.

LED პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო, საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ჩართულობის მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენს. „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების" პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

პროექტს ახორციელებს შვეიცარიული ორგანიზაცია HELVETAS, გერმანულ საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია WINS -თან პარტნიორობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა