ხატია დეკანოიძე - დღეს პირველად გამიჭირდა ტრიბუნასთან ლაპარაკი - მათ იკადრეს და სამშობლო გაყიდეს, ამ სირცხვილს ვერავინ ჩამოირეცხავს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს სამშობლო გაყიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ამ სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავს.

„დღეს პირველად გამიჭირდა ტრიბუნასთან ლაპარაკი იმიტომ, რომ ჩემი სამშობლო იყო ამ დღეში. მათ იკადრეს და სამშობლო გაყიდეს. ვერავინ ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს. დღეს მათ გაყიდეს სამშობლო. არავის ეგონოს, რომ მერე თავისუფლად გადაადგილდებიან. წარმოუდგენელი რამ იკადრეს. ახლა მთავარია ერთიანობა. მთავარია, სამშობლოს დაცვა და ის, რომ გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ჩვენი ქვეყანა. მართლა არ მეგონა, რომ ამ კანონპროექტს თითს დააჭერდნენ. ბიძინას დავალებით იყო. ბრძოლა წინ არის, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სამშობლო იყოს იქ, სადაც გვინდა, რომ იყოს. არ ვიცი, როგორ და რა მოხდა, მაგრამ „ქართული ოცნებიდან“ ამ კანონს 4-მა მხარი არ დაუჭირა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა. პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ, შესაბამისად, მისი კენჭისყრა ვერ შედგა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა