სპეცდანიშნულების რაზმმა ჩიტაძის ქუჩა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა - დააკავეს რამდენიმე პირი

სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ჩიტაძის ქუჩასთან მყოფი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

მათ სრულად დაიკავეს ჩიტაძის ქუჩა.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.

დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც სასწრაფო დახმარების თანამშრომლები პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.

აქციის მონაწილეები მოგვიანებით, კვლავ დაბრუნდნენ ტერიტორიაზე და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მათი მისამართით ცრემლსადენი გაზი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს.

აქციის მონაწილეებს შორის არიან დაშავებულები, რომლებმაც, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი შეისუნთქეს.

ამ დროისთვის, ჩიტაძის ქუჩა აქციის მონაწილეებისგან თავისუფალია, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები კი პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან არიან გამაგრებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია