ნიკა მელია - 8 მარტს, 15:00 საათიდან ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე - რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ შევიკრიბებით, კიდევ უფრო მეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, 8 მარტს, 15:00 სთ-ზე მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბებიან.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გამარჯვება არ გაფორდება.

„დღეს რუსთაველი ორად არის გაყოფილი, ერთ მხარეს დგას რუსი, მეორე მხარეს ვართ ჩვენ. 8 მარტს, 15:00 საათიდან საქართველო ვიწყებთ კვლავ შეკრებას რუსთაველის გამზირზე. ასე იქნება ყოველი დღე. მთელი რუსთაველის გამზირი იქნება საქართველო. არანაირი რუსი მანამ,სანამ გამარჯვება არ გაფორმდება“, - განაცხადა მელიამ.

მან მოქალქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ რამდენჯერაც დაგვარბევენ, რამდენ გაზსაც შემოგვასხამენ, იმდენჯერ შევიკრიბებით, ოღონდ კიდევ უფრო მეტი. 5:00 სთ-დან რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით, ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით, დედებით, მამებით, ბებიებით, ბაბუებით“, - განაცხადა მელიამ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა