„არა რუსულ კანონს”, - ამ ლოზუნგით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ევროპული და ამერიკული გრანტებით წლებია სარგებლობენ. მათი განცხადებით, დასავლეთის გარეშე საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა.
აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მათი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებას აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ქართველი ხალხი არ შეეგუება.