სახალხო დამცველი პოლიციის მთავარ სამმართველოში აქციისას დაკავებულებს მოინახულებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულებს მოინახულებს და მათ მდგომარეობას გაეცნობა.

სამმართველოში შესვლამდე ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აქციაზე მის მიმართ მომხდარი ის ინციდენტი შეაფასა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა მას კვერცხები ესროლეს.

იოსელიანის თქმით, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ამ ფორმით გამოხატვა მიუღებელია.

„ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, მაგრამ მე ამ ინციდენტს არ ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას. იყვნენ განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული მოსაზრებებით. ვიღაცას არ მოსწონდა ჩემი პოლიტიკური შეფასებები, როცა პოლიტიკაში ვიყავი და გამოხატეს იმ ფორმით, რომელიც მიუღებელია“, - განაცხადა იოსელიანმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის