„არა რუსულ კანონს“ - ამ მოწოდებით აქცია ოზურგეთშიც მიმდინარეობს

„არა რუსულ კანონს“ - ამ მოწოდებით აქცია ოზურგეთშიც მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ჭადრების ბაღში შეიკრიბნენ და ე.წ აგენტების შესახებ კანონი გააპროტესტეს.

შეკრებილების განცხადებით, პროტესტი პერმანენტული იქნება, რადგან, მათივე შეფასებით, საზოგადოება ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას არ აპირებს.

აქციის მონაწილეთა თქმით, მიზნის მისაღწევად ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

„ეს კანონი ჩვენთვის არის დამღუპველი. ქართველი ხალხი დგას ევროპული არჩევანის წინაშე. პრინციპულად და ფიზიკურად არ შეუძლია ყაველაშვილს რაიმე კანონის, ან რაიმე იდეის დაწერაც კი, ის ასრულებს თავისი დამკვეთის დავალებას. ამ დამკვეთის დავალება არის ნათელი, რომ ქართველი ხალხი იყოს იმ ჭაობში, რომელ ჭაობშიც მთელი 200 წელია მიგვათრევს ეს დამპალი იმპერია, ეს პუტინისტი საზოგადოება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და ეს ჩვენი ხმები შევუერთოთ ერთმანეთს”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მშვიდობიანი აქცია სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით ტარდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია