„არა რუსულ კანონს!“ - ამ ლოზუნგით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

„არა რუსულ კანონს!“ - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სტუდენტები, „ქალების მარშის“ მონაწილეები, მოქალაქეები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“. ისმის შეძახილები: „საქართველო", „მეტი ქალი პარლამენტში“, „ არა ტოტალურ კონტროლს!“.

აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ქალები არ დათმობენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

„ვერ წაგვართმევთ ევროპულ არჩევანს, ევროპა ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, არის სიტყვით გამოსვლებიც. რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო გზაც.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება