„წინ ევროპისკენ“, „განათლება ევროპაშია“, „ევროპა საქართველოს მომავალია“, „ბათუმი ევროპული ქალაქი“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში აქცია მიმდინარეობს

„წინ ევროპისკენ“, „განათლება ევროპაშია“, „ევროპა საქართველოს მომავალია“, „ბათუმი ევროპული ქალაქი“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. მათი მთავარი გზავნილია “არა რუსულ კანონს”.

შეკრებილები ამბობენ, რომ საქართველოში რუსული რეჟიმის დამყარებას არ შეეგუებიან.

„ყველა ერთად, რის გამოც აქ მოვედით, - ჩვენი ქვეყნის მომავალი საფრთხეშია. ქვეყანა ევროპული ღირებულებებით აღარ მიდის ევროპისკენ. დღეს უცხო ქვეყნის აგენტები ვართ. გუშინ და დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცოტანი ვართ, რაც ტყუილია. წლებია ვცდილობთ, ევროპული ღირებულებებით ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო”,- განაცხადეს შეკრებილებმა.

აქციის მონაწილეებმა მანამდე, მსვლელობა ბათუმში, ქუჩებში მოაწყვეს შეძახილებით “არა რუსულ კანონს”.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება