ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ფოთშიც გააპროტესტეს

„საქართველო რუსული ოცნების გარეშე“, „ძირს პუტინის მონები“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ფოთში აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, პროტესტი პერმანენტული იქნება, რადგან საზოგადოება ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას არ აპირებს.

„ფოთის სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება პროტესტს გამოვხატავთ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენი და მთელი საქართველოს არჩევანი არის ევროპა და ფოთის საზოგადოება არასოდეს შეეგუება რუსულ გავლენას და რუსულ კანონმდებლობას. იმედი მაქვს ჩვენი რიცხვი გაიზრდება, უფრო მეტი ფოთელი გამოვა და შეუერთდება სახალხო პროტესტს“, - განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ირაკლი ლაბატყავამ.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა