პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებას“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უკან გაწვევისა და გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ, რისთვისაც 1-საათიან ვადას აძლევენ

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას 2 მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააჟღერა.

უფრო კონკრეტულად, ვაშაძის განმარტებით, მოთხოვნები შემდეგია: "დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან და ყველა პირი, რომელიც გუშინ უკანონოდ დააპატიმრეს, გათავისუფლდეს".

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად 1-საათიან ვადას აძლევენ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საზოგადოებას შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს გააცნობენ.

„აი, ეს ხელები არის ჩვენი ერთიანობის და ჩვენი ერთ მუშტად შეკვრის ნათელი გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ზუსტად ერთი საათი ველოდებით რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, განცხადება გააკეთონ, რომ გაიხმეს კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლებს გუშინ დაკავებულ ადამიანებს, სხვა შემთხვევაში ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე. თუ ერთ საათში არ მივიღებთ პასუხს, მაშინ გამოვაცხადებთ კონკრეტულ ნაბიჯს, რაც უნდა გადავდგათ. აქედან მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - გონს მოეგე და დათანხმდი ქართულ ნებას! დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ეს რუსული კანონი პარლამენტიდან!“, - განაცხადა ვაშაძემ.

აქციის მონაწილეებმა ხელის აწევით დაადასტურეს, რომ მოთხოვნებს ეთანხმებიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან