ნიკა მელია - ნებისმიერი ჩვენგანი არის იმაზე აქტიური, ვიდრე ადრე, განსხვავებები განზე გადავდეთ - დამარცხება დაუშვებელია

დამარცხება დაუშვებელია! საზოგადოების ჯგუფები არ აპირებენ დანაშაულის ჩადენას ისტორიის წინაშე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” მელიამ ხალხის პროტესტზე საუბრისას აღნიშნა, ეს არის უნიკალური პროცესი თავისი შინაარსით, რომელსაც ანალოგი უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოეძებნება.

“პირველ რიგში, განსხვავება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონსოლიდაციის ხარისხია. უამრავი ადამიანი, რომელიც აქ არის, ერთიანდება საერთო დარდით, რომელიც უკავშირდება ამ სახელმწიფოს მომავალს. არ შეიძლება შედეგი არ ჰქონდეს ამ პროცესს. სხვანაირად ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ მრავალი ათწლეულით სახელმწიფო სუვერენიტეტს, თავისუფლებას და ყველა ძირითად ფასეულობას, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით. გამარჯვება ნიშნავს ამ ყველაფრისთვის ხორცის შესხმას, ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებას და სახელმწიფოში დემოკრატიული წესწყობილების დამკვიდრებას. ამიტომ, დამარცხება დაუშვებელია. ისტორიის წინაშე დანაშაულია და არავინ ამ დანაშაულის ჩადენას არ აპირებს. საზოგადოების ჯგუფები არ აპირებენ დანაშაულის ჩადენას ისტორიის წინაშე. ნებისმიერი ჩვენგანი არის იმაზე აქტიური, ვიდრე ადრე. განსხვავებები განზე გადავდეთ და ვკონცენტრირდით შედეგზე”, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ამ საზოგადოების პროტესტის აქციის დარქმევა ნიშნავს პროცესის დაკნინებას, რადგან მიმდინარე პროტესტი არის ეროვნული პროცესი.

“ეს არ არის აქცია. ეს არის ეროვნული პროცესი, სადაც დიდი და პატარა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, დგას ერთად, მანამ სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ისტორიული არჩევანი. ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საფუძვლების აღდგენას, რომელიც ივანიშვილმა ამ ბოლშევიკური კანონით მოარღვია.

ყველაფერი, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამიერიდან გააკეთებს იქნება უარესი, ვიდრე ეს არის ბოლშევიკური კანონპროექტი. ამიტომ, ცვლილებები უფრო დიდი უნდა იყოს”,- განაცხადა მელიამ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა