აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევას იწყებენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევას იწყებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო“, „რუსებო“ და ამ შეძახილით პარლამენტის გვერდით შესასვლელისკენ მიემართებიან.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევის გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისი ნაბიჯის შესახებ აქციაზე განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა, რასაც მომიტინგეები ხელის აწევით დაეთანხმნენ.

"ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას: მშვიდობიანად და წყნარად, ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარეშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებთ პოლიციას, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს", - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო